11 ივნისს, 19:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ქეთი ფარესაშვილის პროექტის „თავისუფლება ჯაზში" დასკვნითი კონცერტი.
საღამოზე შესრულდება კლასიკური და თანამედროვე ჯაზური კომპოზიციები. ქეთი ფარესაშვილი Antonio Carlos Jonim-ს, Fred Bongosto-სა და Tania Maria-ს კომპოზიციებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ახალგაზრდა შემსრულებლები, დამწყები მუსიკოსები. პროექტის მიზანია მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, ჯაზური მუსიკის ხელშეწყობა და მუსიკის ამ ჟანრში ახალი ტენდენციების გამოკვეთა.
პროექტის ავტორია ჯაზშემსრულებელი ქეთი ფარესაშვილი.
მხარდამჭერია კომპანია „ნატახტარი", საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „აფხაზეთის ხმა", ტელეკომპანია „იმედი", ტელეკომპანია „მზე", „1 არხი".