ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა მცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
დღეს არსებული ნორმის თანახმად, "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1500 ლარამდე.
კანონპროექტში ჯარიმის ოდენობა 400 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მისი რაოდენობა 1200 ლარამდე გაიზრდება.