დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მის ადგილას მაისის მოვლენების დროს რომ სააკაშვილი ყოფილიყო, პრეზიდენტი შეიცვლებოდა.
"სააკაშვილმა როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მაგივრად ყოფნის შემთხვევაში 2 თვეში შეცვლიდა ხელისუფლებას, მართალი იყო. ახლაც რომ ასე ყოფილიყო, სააკაშვილი რევოლუციას მოახდენდა და პრეზიდენტს შეცვლიდა, თანაც სწორედ იმ სცენარით, რომელსაც ჩვენ გვაბრალებენ. სააკაშვილი გაურიგდებოდა რუსულ სპეცსამსახურებს და მათთან ერთად იმუშავებდა ხელისუფლების შესაცვლელად. შემოიყვანდა რუსულ სპეცრაზმს, გაუშვებდა მოლოტოვის კოქტეილებს და თუ საჭიროება მოითხოვდა, ხელისუფლებას აქციის მონაწილეებსაც დაახოცინებდა. სააკაშვილმა სახალხო კრების ირგვლივ დახატა ზუსტად ის სცენარი, რომლითაც აღნიშნულ შემთხვევაში თავად იმოქმედებდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მის სიტყვებს ადასტურებს სააკაშვილის 2003 წელს განხორციელებული ქმედებები, როდესაც ბათუმში გამართული აქციის დარბევის შემდეგ მისი მხარდამჭერები „საკუთარ თავებს თვითონვე სცემდნენ", ხოლო ბოლნისში ქვები გამოიყენეს.