რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღევა ე.წ. მანეჟის მოედანზე იხილოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტები შეუძლიათ იხილონ მანეჟის მოედანზე დარბევების, მკვლელობების, უმცირესობათა უფლებების შელახვის კიდევ სხვადასხვა მეთოდის სახით", - აღნიშნა გაბაშვილმა.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხს, დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანელები, რუსები, სომხები, ოსები და სხვები საქართველოში ცხოვრებენ თავისუფლად და კათოლიკეებს, ბაფტისტებს, მუსულმანებს და სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს არავინ ერჩის.
"თუ არის რამე ცალკეული შემთხვევი მათ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ამაზე ყოველთვის მკვეთრად რეაგირებს ახდენს", - აცხადებს გაბაშვილი.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებებში ყოველთვის ხაზი ესმება იმ გარემოებას, თითქოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.