ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთისა და ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი მედვედევმა შეხვედრის შედეგები შეაჯამა, რომლებიც მთლიანობაში არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება.
მედვედევმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე მერამდენედ გადაიდო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მგზავრობის უფლებას რუსეთის მოქალაქეები, ალბათ კიდევ კარგა ხანს უნდა ელოდნენ. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ევროკავშირთან დათმობებზე წავიდეს: მან მალე შესაძლოა კვალვ გახსნას თავისი ბაზარი ევროპული ბოსტნეულისთვის.
"ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრაინებას 17 წელია ვცდილობთ. უკვე სასტიკად მოგვწყინდა და ყოველ წელს იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ყველა აუცილებელი პირობა შესრულა, ეს პროცესი ჭიანურდება - იმედი გვაქვს ევროპელი კოლეგების გაგებისა ამ საკითხში", _ განაცხადა მედვედევმა.