ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარე სპეცოპერაციის მსვლელობისას, რომელიც ამ დილიდან მიმდინარეობდა ოთხი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ამჟამად უკვე განადგურებულია ოთხი ბოევიკი, სულ დაჯგუფებაში სავარაუდოდ ექვსი ბოევიკია", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში ამ დილით დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. დაჭრილია ორი სამართალდამცავი.