სირიის არმიამ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რამდენიმე ქალაქში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ქალაქ ჯისრ ალ შუჰურში მიმდინარეობს.
როგორც სირიის მთავრობამ განაცხადა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონი არეულობების დაწყების შემდეგ სრულიად უკონტროლოა და კონტროლის აღდგენა აუცილებელია. მათი მტკიცებით, ბოლო დღეების განმავლობაში, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 120 ადამიანი მოკლეს. ოპერაცია ასევე ემსახურება საზღვრის პირა ქალაქებზე კონტროლის დამყარებას და ქვეყნიდან ხალხის მასიური გადინების აღმოფხვრას.