შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარლ ბილდტი სამხრეთ კავკასიურ ტურნეს იწყებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბილდტი 12-დან 15 ივნისამდე აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეწვევა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ,. სომეხ და ქართველ კოლეგასთან. შეხვედრისას მხარეები ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელებენ. კარლ ბილტი საინფორმაციო საშუალებების კითხვებსაც უპასუხებს.