ქუთაისში, საგამოფენო დარბაზ „ვარლაში" ცნობილი ქართველი კარიკატურისტის ანდრო კანდელაკის ნამუშევრები გამოიფინა. პოლიტიკური სატირის შედევრები ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დღესვე ცნობილი კარიკატურისტის შვილმა მხატვარმა იორამ კანდელაკმა ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს, ანდრო კანდელაკის ცნობილი კარიკატურის მიხედვით შექმნილი „რიმეიქი" გადასცა.
ანდრო კანდელაკის კარიკატურული ნამუშევრები წლების მანძილზე პოპულარულ ქართულ ჟურნალ „ნიანგში" იბეჭდებოდა.
ცივი ომის პერიოდში შექმნილი პოლიტიკური კარიკატურები ქუთაისის მერის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით გამოიფინა.