რუსეთის შანსები დაასრულოს ვაჭრობის მსოფლიო ორგზანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ერთი თვის ვადაში და ამ ორგანიზაციას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუერთდეს ძალიან დიდია. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"მიმდინარე წელმა სამწიხაროდ, ჯერ ჯერობით გარღვევამდე ვერ მიგვიყვანა, თუმცა დარჩა, ჩემი აზრით, საკმაოდ უმნიშვნელო რაღაცეები. მე მოვუწოდე ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში მაინც დაასრულონ ეს მოლაპარაკებები ერთი თვის ვადაში იმისათვის რათა წლის ბოლოსათვის უკვე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურებზე გადავიდეთ", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა და აღნიშნა: "მინდა პირდაპირ ვთქვა: ამს ძალიან დიდი შანსი არის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოვუსმენთ ჩვენ ერთმანეთს", _ განაცხადა მედვედევმა რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების ბოლოს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.