სარემონტო სამუშაოების გამო 13 ივნისს 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ჩიქობავას, ჯავახიშვილის, უზნაძის (ნაწილობრივ), ვარციხის, გოცირიძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.