ნოემბრის ბოლოს სვენეთი-რუისს ახალი გზა დააკავშირებს. 15 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი გზაზე გამავალი 800 მეტრის სიგრძის გვირაბის გაჭრის პროცესსაც დაესწრო. იგი თავად მართალვდა ის სპეციალურ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც გაიჭრა გვირაბის ბოლო კედელი.
ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა ავტობანის შემადგენელი ნაწილი - დასასვენებელი პუნქტი, რომელზეც სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "ვისოლი". მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და ამჟამად იქ მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თავად ამ პუნქტზე დასაქმებულია 100 ადამიანი.