საგარეჯოსა და ახმეტაში სამაშველო ჯგუფები შეიქმნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ქარიშხლის, წყალდიდობის ან ხანძრის დროს მოსახლეობას კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ.
„ახმეტაში სამი თემი შეიქმნება: თუშეთში, კასრისწყალსა და შახვეტილაში. თითოეულ თემში 5 კაციანი მაშველთა ჯგუფი იმუშავებს. მოხალისეებს საჭირო ინვენტარს გადასცემენ და ჯგუფებს სათანადო ტრენინგებიც ჩაუტარდებათ" - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კახა მამულაშვილმა.
მაშველთა მოხალისე ჯგუფები საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას" მხადაჭერით შეიქმნება. ორგანიზაცია პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით ახორციელებს.