დღეს დილით ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ კუნდუზის ცენტრალურ მეჩეთთან ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სამართალდამცავები ავრცელებენ.
მათი თქმით, იმ დროს როდესაც ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა მეჩეთში ახლახანს მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილი უსაფრთხოების ძალების პოლკოვნიკის პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მეჩეთის კართან მდგარმა პოლიციელებმა ტერორისტმა-თვითმკვლელი ამოიცნეს და მას შენობაში შესვლაში ხელი შეუშალეს. მაშინ როდესაც პოლიციელები მისთვის ცეცხლის გახსნისათვის ემზადებოდნენ მან მოასწრო და თავი აიფეთქა.
გარდა ხუთი გარდაცვლილისა, შს სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილია სულ მცირე შვიდი ადამიანი.
მოძრაობა "თალიბანმა" მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.
მასალის გამოყენების პირობები