ესპანეთში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან, გემის მფლობელმა თურქული კომპანიის წარმომადგენელმა მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა თანხის საკითხზე ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
საქართველოს კონსული ესპანეთში დღეს პირადად გაესაუბრება როგორც თურქულ მხარეს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს.
"საუბრიდან გაირკვა, რომ გემის მფლობელი თურქული კომპანიის წარმომადგენელი უკვე ჩამოსულია ესპანეთში და მიდის მოლაპარაკება ხელფასების დაფარვასთან დაკავშირებით. გემის მფლობელი თანახვაა დაფაროს მაისის ჩათვლით მეზღვაურთა ხელფასები და ამასთანავე, აუღოს მათ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები. მაგრამ ქართული ეკუპაჟი არ არის თანახმა ამ წინადადებაზე და ისინი ითხოვენ ივნისის ხელფასის დაფარვასაც, რადგან საზღვაო წესების თანახმად, გემის დატოვებამდე უნდა იყოს ანაზღაურებული ხელფასი", - აცხადებს საქართველოს კონსული ესპანეთში არჩილ სოხაძე.