მოსკოვში მოკლულ 48 წლის გელა ბლიაძეს სამშობლოში დღეს, 13:00 საათისათვის გადმოასვენებენ.
მოსკოვში მას სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს. ახლობლების თქმით, ბლიაძე სასტიკად არის ნაცემი, ცხედრის დათვალიერების შემდეგ კი მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბლიაძეს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს, თუმცა ჯერჯერობით საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს მომხდარი მკვლელობის მოტივად ეთნიკური წარმომავლობა სახელდება.