დღეს, 10 ივნისს, 10:30 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვევა.
ხაჩიძესთან ერთად გიმნაზიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულიჩოვაც ეწვევიან.
სტუმრები „მწვანე სკოლების" კონკურსს გამოაცხადებენ და სკოლას საჩუქრად „მწვანე ყუთს" გადასცემენ.