ალ ქაიდას ლიდერი, აიმანალ ზავაჰრი ამერიკის შეერთებულ შტატებს მუსულმანური ამბოხით ემუქრება. ზავაჰრიმ თანამებრძოლებს ჯიჰადის გაგრძელებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არაბული სამყარო მათ მიწაზე მოსულ დამპყრობლებს ბოლომდე შეებრძოლება.
„ჩვენი ლიდერი ცოცხალი აღარაა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწიდან დამპყრობელთა გასაძევებლად. ჩვენ ამერიკას ვებრძოლებით მთელი ერით, რომელმაც გამოიღვიძა და სადაც არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობას გავუწევთ მათ", - განაცხადა ზავაჰრიმ ვიდეო მიმართვაში.
მიმართვაში ბინ ლადენის მარჯვენა ხელმა, თავისი ლიდერის ცხედრის ზღვაში გადაგდებაც დაგმო.