დღეს, 9 ივნისს ავიაკომპანია China Southern Airlines-სი ურუმჩი-თბილისის თბილისის დროით 15:00 პირველ პირდაპირ ფრენას განახორციელებს.
აღნიშნული რეისით საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-იუგურეთის ავტონომიური რეგიონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარე ბატონი აილიგენ იუიმინგბაჰაი ეწვევა.
10 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-იუგურეთის ავტონომიური რეგიონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარე საქართველოს ვიცე პრემიერს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონ გიორგი ბარამიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიხეილ მაჭავარიანსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმისტრს ვერა ქობალიას შეხვდება.
სახალხო კონგრესის თავმჯდომარე აილიგენ იუიმინგბაჰაი საქართველოდან 11 ივნისს გაემგზავრება.
ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ კომპანიამ შეიერთა და შეისყიდა არაერთი ავიაკომპანია, რის შემდეგაც გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს ავიაგადამზიდავად არა მარტო ჩინეთის, არამედ მთელი აზიის მასშტაბით.
შიდა გადაზიდვების კუთხით ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ითვლება მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავიაკომპანიად. აქვს 169 საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულება და 422 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაპარკი. 2010 წელს ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა გადაიყვანა 76.5 მილიონი მგზავრი შიდა და საერთაშორისო რეისებზე