დღეს, 9 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ქართული აკადემიის" წევრი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, საკრებულოს წევრი ნათელა მაჭავარიანი, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია, „კონსტიტუციის 42 მუხლის" წარმომადგენელი მანანა კობახიძე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრის წევრი ლია ხიდაშელი, ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" წარმომადგენელი ია მეტრეველი, მოძრაობა „არას" წევრი თიკო ნიბლოშვილი, მსახიობის ნანა შონია, აველინა დავითულიანი, მანანა ბიწაძე-მიქელაძე, ქართული აკადემიის წევრი ლეილა ინჯია, ასევე სხვა უფლებადამცველები და საზოგადოების წარმომადგენლები.
ბრიფინგის თემაა 14 ივნისს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია „ქალები სიცოცხლისა და ქვეყნის ღირსებისთვის", რომელიც საქართველოს ქალების მონაწილეობით მოეწყობა ძალადობისა და უკანონობის შესაჩერებლად.