სიტუაცია კავკასიაში სტაბილურია, თუმცა არაპროგნოზირებადი და აქვს პოტენციალი საშიში ესკალაციისა. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან პიერ მორეკლმა ჟენევაში ჩატარებული მოლაპარაკებების კომენტირებისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მორელი აცხადებს, რომ სიტუაცია ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს იმისათვის, რათა რეგიონში არსებული დაძაბულობა დაცხრეს.
"ჩვენ გვაშფოთებს ახლახან მომხდარი ინვიდენტების დონე, რომელიც ორწლიანი მუშაობის შემდეგ მოხდა", _ აცხადებს მორელი.