9 ივნისს, 11:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
10-იდან 20 ივნისამდე თბილისი ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს. ქართველ მაყურებელს საშუალება ეძლევა, იხილოს სახელგანთქმული ჰოლანდიელი ხელოვანის - გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების და გრაფიკული ნამუშევრები და შთამაგონებელი მასტერკლასები ანიმაციაში.
გასულ წელს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში ფესტივალი „იბერია" გაიმართა.
ფონდი "არტექო" ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან, ნიდერლანდების ფილმების ეროვნულ ფონდთან, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან, კინოთეატრ "ამირანთან" და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანმშრომლობით ღირშესანიშნავ მოვლენას წარაგიდგენს, წინა პლანზე წამოწევს ანიმაციისა და გრაფიკის თანამედროვე ჰოლანდიური ხელოვნების-სახლს: ფესტივალი იბერია 2011: "გერიტ ვან დაიკი: რე-ანიმაცია დასავლურად".
კონცეპტუალური და მოდერნისტული ჰოლანდიური ანიმაციასა და გრაფიკას ათეული წლებია ევროპული საზოგადოება იცნობს. ამჯერად ქართულ საზოგადოებას ეძლევა შანსი აღმოაჩინოს ეს ახალი სამყარო, სადაც მას მეგზურობას გაუწევს ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და კონცეპტუალური ჰოლანდიელი ხელოვანი გერიტ ვან დაიკი.
გერიტ ვან დაიკის შემოქმედება წარმოადგენს მე-20 და მე-19 საუკუნეების ხელოვნების სურათებს. მისი ნამუშევრები არის როგორც ორიგინალური, ასევე ხელმეორედ შექმნილი სახეები, გონების ირონიული და ოსტატური თამაშები, რომლებიც მნახველს აღმოჩენებისა და ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევს. ფესტივალის პროგრამა გულისხმობს ნაცნობი ნივთების როგორც დათვალიერებას, ასევე განსხვავებულ კონტექსტში გადათვალიერებას, გაგებას და აღმოჩენას,
თბილისში ფესტივალ იბერიას ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოდის ჰოლანდიელი ჟურნალისტების ჯგუფი - ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ფესტივალის გარდა, სპეციალურ რეპორტაჟებს მოამზადებენ საქართველოს ღირსშესანიშნეობებზე, ტურისტულ პოტენციალზე, რაც საქართველოს შესახებ დასავლეთევროპელი საზოგადოებისათვის მომზადებული კიდევ ერთი რეკლამა იქნება.