"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს თერმული დაზიანებებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი ე. წ. დამწვრობის ცენტრისთვის ავტონომიური სტატუსის, საწოლების რაოდენობის და ყველა თანამშრომლისთვის სამსახურის გარანტირებულად შენარჩუნებას ითხოვენ,
მთავრობის გადაწყვეტილება ცენტრის მე-5 საავადმყოფოს ბაზაზე გადატანასა და მომსახურე პერსონალის შემცირებას ითვალისწინებს.თერმული დაზიანებებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო პრაქტიკულ ცენტრში ამჟამად 130 სპეციალისტი მუშაობს. ცენტრი 5 განყოფილებისგან შედგება, სადაც 36 საწოლია. დაწესებულების მე-5 საავადმყოფოში გადატანის შემთხვევაში დაგეგმილია ერთი განყოფილების შექმნა და საწოლების 20-მდე შემცირება.