საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფო თემთა პალატის სპიკერ ჯონ ბერკოუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების განხორციელების საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად თემთა პალატაში ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით გამართულ დებატებს დაესწრო, რომელზედაც ბრიტანელ პარლამენტართა შეკითხვებს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა ჯერემი ბრაუნმა უპასუხა.