ხვალ, 9 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსიში" ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობებს გააცნობს. ასევე იმსჯელებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას დაესწრებიან საკონსულტაციო საბჭოს წევრები - საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
როგორც ცესკო იუწყება, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.