რუსეთის ფედერაცია შესაძლოა უახლოეს დროში გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რის შესახებაც მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ 1993 წლიდან აწარმოებს. ეს განცხადება "რია ნოვოსტისთან" საუბარში ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ გააკეთა რუსეთ-ნატოს სამიტის წინ, რომელიც 9-10 ივნისს უნდა გაიმართოს.
"სამიტი ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის კონტექსტში წარიმართება. ჩვენ გვექნება საშუალება კრიტიკულად შევაფასოთ პროგრესი მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა, რომლებიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება. იმედი მაქვს, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი ძალიან მალე გახდება", _ განაცხადა მან.