ხვალ, 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სხდომა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდება და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებს და აზერბაიჯანის ქართულ დიასპორის საკითხებს მიეძღვნება.
აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებელი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური იქნება.