"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელოვანებს მოუწოდებს, რომ სოსო ჯაჭვლიანს სოლიდარობა გამოუცხადონ. მისი თქმით, ისინი სასირცხვილო მიზეზების გამო თავს იკავებენ, რომ ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.
"ჯაჭვლიანი პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს. მისმა ძალიან ბევრმა კოლეგამ ამ ადამიანს თანადგომა გამოუცხადა, მაგრამ ასევე ბევრმა ხელოვანმა სასირცხვილო მიზეზების გამო თავი შეიკავეს განცხადებების გაკეთებისა და სოსო ჯაჭვლიანისა და ქართელი ხალხის გვერდით დგომისგან. ისინი ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ სერიალებში იღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა შოუებში და მათ არ უნდათ რომ ლუკმა პური დაკარგონ. ეს სირცხვილია, როცა ცნობილი ხელოვანი სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობს და ხელოვნების გარკვეული ნაწილი გაჩუმებულია". - განაცხადა ბურჯანძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.