"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად გირაოს გადახდის ვადის ამოწურვისა, პროკურატურიდან ბადრი ბიწაძის ოჯახს არავინ არ შეხმიანებია.
"ჩვენ არავინ არ შეგვხმიანებია პროკურატიურიდან, ასევე არც ადვოკატს და იმედი მაქვს, რომ პროცესი უჩვენოდ არ ჩატარდება. სრულიად ლოგიკუირ იყო ჩემი გადაწყვეტილება და ამას ჩემი მეუღლეც თანხმება, რომ არ ვაპირებთ გირაოს გადახდას, რადგან ეს შეთითხნილი ბრალდებაა და ტერორისთ ხელისუფლებასთან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებასა და შეთანხმებაზე არ წავალთ. ხელისუფლება ვერც ერთდემოკრატიულ სასამართლოში მტკიცებეულებებს ვერ წარმოადგენს. ხელისუფლება ცდილობს რომ მსგავსი ქმედებებით დამაშანტაჟოს. ისინი ცდილობენ, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაატერორონ და ჩემზე პოლიტიკური მკვლელობა განახორციელონ, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ მიუხედავად მათი მცდელობისა მე ბრძოლას ვაგრძელებ და ის ხალხი, რომელიც ბოლომდე საბრძოლველად მზად არის, ჩემთან ერთად იქნება და ამ ბრძოლაში გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.