"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლeთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, გიორგი თარგამაძემ ბრიტანელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.
განხილვის მთავარი თემა, 26 მაისის მოვლენები, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური კურსისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო. „ქრისტიან-დემოკრატები" ლიდერი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მიწვევით ლონდონში 5 ივნისს გაემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, გიორგი თარგამაძე ბრიტანულ-ქართული ასოციაციისა და ლონდონის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოების წევრებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 9 ივნისს დასრულდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტში და კონსერვატიული პარტიის მთავარ ოფისში.