დღეს, 8 ივნისს, საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
ამ მიზნით გერმანიის დელეგაცია, რომელსაც საქართველოში ყოფილი ელჩი პატრიცია ფლორი უხელმძღვანელებს, თბილისში გუშინ ჩამოვიდა.
„გერმანიასთან ჩვენ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. საუბარი შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ამ ფორმატს გამოვიყენებთ პოლიტიკური საკითხების განსახილველადაც", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის გარდა, პატრიცია ფლორი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის ოპოზიციონერ ლიდერებთან.