ხვალ, 14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეგვიპტური კომპანია "ფრეშის" პრეზიდენტს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პოლოლიკაშვილი ხალილ იბრაჰიმ ხალილს და "ფრეშის" წარმომადგენელს საქართველოში მიხეილ თიგიშვილს 2009 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომს გადასცემს.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ.