შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს, შოთა უტიაშვილის განცხადებით, თუკი რუსეთი ტერაქტების მოწყობას გააგრძელებს, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილეობას შეწყვეტს.
.
„ქართულმა მხარემ მკვეთრი მესიჯით მიმართა როგორც რუსულ მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს, რომ თუკი გაგრძელდება ტერაქტების მცდელობა, საქართველო შეწყვეტს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში... შეუძლებელია სხვა საკითხზე სერიოზულად ელაპარაკო მოსკოვს, თუკი ის მუდმივად იმაზე იფიქრებს, როგორ მოგიწყოს ტერაქტები", - აცხადებს შოთა უტიაშვილი რადიო „თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელთა რეაქციას, უტიაშვილის თქმით, „მათ თავი არ გაუგიჟებიათ და არ უთქვამთ, ასეთ რამეს რუსეთს როგორც აბრალებდნენ".
"მათ თქვეს, რომ გადასცემენ ამ ყველაფერს მოსკოვს და მოგვცემენ პასუხს", - განმარტავს უტიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში დაგეგმილი, განხორციელებული ტერაქტები და მათი შეწყვეტის აუცილებლობა იყო გუშინ, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდზე ქართული მხარის მიერ დაყენებული ერთადერთი საკითხი.