დღეს ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდელატი ალ ობეიდი ჩინეთში გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება ლიბიელ მეამბოხეებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს მხოლოდ იმას, რომ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხუთშაბათს დასრულდება.
დღეს ბენგაზში ლიბიელ მეამბოხეებს რუსეთის წარმომადგენელი ლიბიაში მიხაილ მარგელოვიც შეხვდა.
შეგახსენებთ: ლიბიაში სამოქალაქო ომი ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის მომხრეებსა და მეამბოხეებს შორის თებერვალში დაიწყო.