იემენის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეს სხეულის 40 % დამწვარია. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ. სალეს, რომელიც საუდის არაბეთში მკურნალობს, ძლიერად აქვს დაზიანებული ფილტვიც.
ალი აბდულა სალე პარასკევს დაშავდა, როდესაც მასთან დაპირისპირებულმა მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანეს შეტევა.
პრეზიდენტ სალეს ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მეამბოხეებმა რამდენიმე ქალაქზე დაამყარეს კონტროლი, მათ შორის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ტაისზე.