დასავლურ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს.
თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, BBC - მ, AP - მ და CNN -მა გაავრცელეს იემენის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება, რომლის მიხედვითაც სალე მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია.
პრესსპიკერის თქმით, დაშავებულნი არიან პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი თანაშემწე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. სულ 7 ადამიანი.