რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შესაძლო გადადგომის პირობების და მისთვის უსაფრთხოევის გარანტიების მიცემის მოლაპარაკებებში. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
სააგენტო Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვუში ლავროვმა აღნიშნა, რომ აღნიშნული არის ლიბიელი ხალხისა და აფრიკის კავშირის კოალიციის საქმე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დოვილში გამართულ დიდი რვიანის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კმაყოფილება გამოხატა რუსეთის პოზიციით ლიბიის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ მუმამარ კადაფის შესაძლო დარწმუნების შესაძლებელობის შესახებ, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.