ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მუამარ კადაფის წასვლა ლიბიის პრეზიდენტის პოსტიდან მხოლოდ დროის საკითხია.
"ამისათვის საჭიროა რაღაც დრო, თუმცა არაა გამორიცხული ეს ხვალაც მოხდეს", - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
ნატოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით კიდევ სამ თვეს გაგრძელდება.
ეს გადაწყვეტილება ნატომ მას შემდეგ მიიღო, რაც ნათელი გახდა, რომ ლიბიელი დიქტატორი მუამარ კადაფი ძალაუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს.