ირანის პარლამენტმა, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ ნავთობის მინისტრის გათავისუფლება უკანონოდ შერაცხა.
როგორც პარლამენტმა დაამტკიცა, აჰამდინეჯადმა მინისტრზე ზეწოლა მოახდინა და პოსტი უკანონოდ დაატოვებინა.
ირანის ნავთობის მინისტრი მასუდ მირკაზემი პრეზიდენტმა ერთი თვის წინ გაათავისუფლა. მისი გათავისუფლება გამოიწვია გეგმამ, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობა 21-იდან 17-მდე უნდა დავიდეს.