დღეს ჩილეს დასავლეთ სანაპიროზე 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი და სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
ქალაქ კონსეპსიონის სიახლოვეს, სადაც დღეს დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგები 2010 წლის თებერვალშიც მოხდა 8.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის შედეგად ცუნამი წარმოიშვა. სტიქიამ მაშინ 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.