საქართველოს ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დეკემბერში მორიგ ტრანშს 75 მლნ-ს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე განხილვის შედეგებისას მიიღეს.
მთლიანობაში პროგრამა 1,2 მლრდ დოლარადააშეფასებული და განსაზღვრულია 2011 წლის ივნისამდე.
პრესისასთვის გაკეთებულ განცხადებაში სსფ-ს დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილემ ტაკატოსი კატომ აღნიშნა, რომ "საქართველოს ეკონომიკაში გაჯანსაღების ნიშნები გამოჩნდა, თუმცა დასძინა, რომ არსებობს მაღალი რისკები."
მისი განმარტებით, კერძო კაპიტალის მოზიდვის პერსპექტივები ჯერაც არ არის განსაზღვრული. უფრო მეტიც, შიდა ბაზარზე შენარჩუებულია დაკრედიტების ძალიან მკაცრი პირობები იმის მიუხედავად, რომ საპროცენტო განაკვეთები მცირდება.
სსფ-ის პროგრამის მიზანია ქართული ეკონომიკის დროებითი ფინანსური დახმარება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირებასა და ქვეყნისათვის ბაზრებისა და ინვესტორების ნდობის აღდგენას.