"ქრისტიან-დემოკრატებმა" პროტესტის ნიშნად პარლამენტის დღევანდელი სხდომა დატოვეს. როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან საუბრისას ახსნა, ამ ფორმით მათ 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით პროტესტი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.
თარგამაძისთვის მიუღებელია ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მომიტინგეებს აქციის პარლამენტის შენობის წინ ჩატარების უფლება არ ჰქონდათ და მათ თბილისის მერიამ მიტინგის გასამართად სხვა ადგილი შესთავაზა.
„ხელისუფლებასაც შეეძლო აღლუმი სხვა ადგილზე ჩაეტარებინა, რითაც ძალიან დიდ ტრაგეგიას ავიცილებდით", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებისთვის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების ტონი მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
"დღეს მე მაინც მქონდა მოლოდინი, რომ დაღვრილი სისხლი და ტრაგედია გააერთიანებდა ამ დარბაზს საერთო სინანულში მაინც. მაგრამ, სამწუხაროდ დღეს მე ამ დარბაზში ვერ ვხედავ ერთსულოვნებას. მე ვხედავ ცინიზმს, სიძულვილს და ვრწმუნდები, რომ საუბედუროდ ამ სისხლმა უხილავი ზღვარი გაავლო ჩვენს შორის", - განაცახდა თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.