ფრანგული ვერტმფრენმზიდების ,,მისტრალის'' შესასყიდი კონტრაქტის ფასი დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს განაცხადა "როსტექნოლოგი"-ს ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა.
ამასთანავე ჩემეზოვმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები ფასის შესახებ ისევ გრძელდება.
გასულ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადეს, რომ კონტრაქტს ,,მისტრალის" შესყიდვის შესახებ 2 კვირაში მოაწერენ ხელს.
ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის პირობები, მიყიდის თუ არა საფრანგეთი რუსეთს იმ ტექნოლოგიებსაც, რომლითაც ,,მისტრალის" ვერტმფრენმზიდები არიან აღჭურვილნი.
რუსეთი აპირებს იყიდოს ორი ვერტმფრენმზიდი და ლინცენზიის მიხედვით კიდევ ორი დამოუკიდელად ააწყოს.