ორი ქვეყნის ურთიერთობები, სარფის საბაჟო პუნქტის გახსნამდე, საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბათუმის იუსტიციის სახლში განიხილეს. ერდოღანისა და სააკასშვილის აუდიენცია 40 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და სარფის ახალი გამშვები პუნქტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბათუმში დღის პირველ ნახევარში ჩამოფრინდა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე დახვდნენ.
სარფის საბაჟო პუნქტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ხელი მოეწერა შეთანხმებას, ორი ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივებული რეჟიმით საზღვრის გადაკვეთის თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს პირველი ივლისიდან პირადობის მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.