თელავში ქართველი კომპოზიტორის, კლასიკური-საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის, ნიკო სულხანიშვილის დაბადებიდან ასმეორმოცე წლისთავი აღინიშნა.
მუსიკალური ფესტივალი ნიკო სულხანიშვილის მემორიალური დაფის გახსნით დაიწყო. მემორიალური დაფა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა გახსნა.
ფესტივალი, ღია ცის ქვეშ, თელავის სახელმწიფო თეატრის წინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში კახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალზე შესრულდა ნაწყვეტები ნიკო სულხანიშვილის მიერ შექმნილი პირველი ეროვნული ოპერიდან "პატარა კახი" და საზოგადოებრივი ჰიმნი "დიდება ივერსა."
ნიკო სულხანიშვილის სახელს უკავშირდება პირველი შერეული (ქალთა და ვაჟთა გუნდის შექმნაც.
პარალელურად წარმოდგენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
სპეციალურად ამ დღისათვის ღვინო სახელწოდებით "ნიკო სულხანიშვილიც" ჩამოისხა.