ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსი", ანკარა-ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. ავიაკომპანია პირველ რეისს დღეს განახორციელებს და "ბოინგ 777"-ით ბათუმში 170 მგზავრი ჩამოვა. 
ავიარეისები რეგულარული იქნება და ის კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ფრენებს 66 მგზავრზე გათვლილი, ATR ტიპის თვითმფრინავი განახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთია. ავიაბილეთის ფასი კი 82 ევროდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ფრენები მხოლოდ  სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ხორციელდებოდა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები