26 მაისის შემდეგ "სახალხო კრება" პირველად შეიკრიბა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კრებიდან აცნობეს, ამ წუთებში "დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ლიდერები გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც დაანონსებული იყო, სწორედ დღეს უნდა გამოაცხადონ, განცხადებას სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ესაა 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ კრების ლიდერების პირველი შეკრება. თავად "სახალხო კრების" ოფისი დალუქულია.