მიხეილ სააკაშვილი ხალხთან უნდა გასულიყო, იმ შემთხვევაშიც კი რომც ამით არაფერი გამოსვლოდა. აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ოპოზიციის მიტინგის დარბევას ქვეყნის ხელისუფლების "უხეშ შეცდომას" უწოდებს. ეს განცხადებები შევარდნაძემ გაზეთ "იზვესტიასთან" საუბარში გააკეთა.
შევარდნაძე ასევე აცხადებს, რომ, რომ იგი ყველაფერზე ძალიან ღელავს რაც დღეს საქართველოში ხდება და მისი აზრით, ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
"ეს საქართველოს ხელისუფლების უხეში შეცდომაა. იმისათვის, რომ მიტინგი წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიო დიდი ჭკუა საჭირო არ არის. იგი (სააკაშვილი) უნდა გასულიყო ხალხთან, გასაუბრებოდა და გაერკვია სიტუაცია, მაშინაც კი მას რომ არაფერი გამოსვლოდა ამით.
მაგრამ, სააკაშვიული არც აპირებდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებას და ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის! იყო მოვლენები, როდესაც იგი ხალხთან უნდა გასულიყო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა", _აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და საქართველოში არსებულ ოპოზიციის შესახებ აღნიშნავს, რომ იგი ზუსტად ისეთია, როგორც სხვა ქვეყნებში.
"არის ბევრი ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკაში სავსებით შემთხვევით მოხვდნენ", _ აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.