ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხმა პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია უნდა აცნობიერებდეს ამ ტვირთს. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული გამოცემა "კორესპონდენტ.ნეტ", _ის მკითხველებისათვის ონლაინ რეჟიმში პასუხის გაცემისას.
"როგორც კი ადამიანი თავის პირველ გაცნობიერებულ ნაბიჯებს დგამს აქტიური პოლიტიკის მხარეს, მას მხრებზე აწვება პახუხისმგებლობის ტვირთი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხმა პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია უნდა აცნობიერებდეს ამ ტვირთს - პასუხისმგებლობის ტვირთს ისტორიის, ხალხისა და რაც მთავარია საკუთარი სინდისის წინაშე", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უკვე იწყებ ღელვას და იღებ პახუხისმგებლობას არა მხოლოდ შენს თავზე, ოჯახსა და შენს მეგობრებზე არამედ ყველა მოქალაქეზე.
"და ეს პასუხისმგებლობა მით უფრო დიდია, რაც უფრო დიდი უფლებამოსილეობა მოგანიჭა შენ ხალხმა. მეორეს მხრიდან, როგორც კი ხედავ, რომ შენი რაღაც გეგმები ან მოქმედებები ნაყოფს იძლევა, ძნელია გადაააფასო სიხარული და კმაყოფილების გრძნობა. ასე, რომ ეს უდიდესი პატივია - ემსახურო შენს სამშობლოს", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.