მზად ხართ თუ არა პირადად თქვენ, პახუხი აგოთ რუსეთის მოქალაქეების მკვლელობისათვის, რომელიც 08.08.2008-ში პირადად თქვენი ბრძანებით განხორციელდა - ეს კითხვა დაუსვა საქართველოს პრეზიდენს მიხეილ სააკაშვილს უკრაინული გამოცემის "კორესპონდენტ.ნეტ", _ ერთ-ერთმა მკითხველმა ონლაინრეჟიმში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მათ კითხვებს პასუხობდა.
"მე ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელობაში, თუმცა მიმაჩნია, რომ თავად კითხვის ასე დაყენება, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებულ ინფორმაციას ფლობთ.
სამწუხაროდ, ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ რჩება ფართო სივრცეები რომლებსაც ანტიდემოკრატიული რეჟიმები მართავენ და მედიაზე კონტროლის დამყარებით საკუთარი პოპულარობის ზრდისათვის ინფორმაციით მანიპულირებენ. ასეთი სივრცეების რიგს განეკუთვნება რუსეთი. ამასთან ერთად კრემლს ჰქონდა და აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები თავისი პროპაგანდის დანერგვისათვის საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და იქვე აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში მორიგი ტრაგედია მოხდა.
"ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსულმა ჯარმა შეიარაღებული აგრესია განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. რა მიზეზი არ დაუდო საფუძვლად რუსეთის ფედერაციამ თავის აგრესიებს მათი გამართლებისათვის: 1921 წელს ეს მოხდა საქართველოდან გაგზავნილი "მუშათა თხოვნის" პასუხად, 1992-1993 წლებში - ეს მოხდა "დაჩაგრული ეროვნული უმცირესობების დაცვის" ლოზუნგით, როდესაც ამ "დაჩაგრული უმცირესობის" ბოევიკებმა რუსული არმიის პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს აფხაზურ რეგიონში მოსახლეობის უმრავლეოსბის ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს და ასეულობით ათასი ეთნიკური ქართველი გამოყარეს საქართველოს ამ რეგიონიდან. სულ ახლახანს, კი ეს მოხდა ახლადგამომცხვარი "რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ქართული გენოციდისგან", რომლებსაც ომამდე სულ მცირე ხნით ადრე, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით დაურიგდა რუსული პასპორტები.
ეს ის ფაქტებია, რომლებსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. თავად იფიქრეთ: თუ რუსეთი "სულ მართალია" რაში დასჭირდა მას ამდენი სიცრუე, იმისათვის, რომ პატარა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია გაემართლებინა? თვენ სადმე სხვაგან, გარდა საკუთარი კრემლის მიერ გავრცელებული რუსული წყაროებისა გინახავთ ინფორმაცია "2000 მშვიდობიანი ოსის გენოციდის შესახებ?".
არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ომის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიღუპა: ყველა უკლებლივ არის მსხვერპლი ამ ომისა - როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და ყველა მათგანი საქართველოს მიწაზე დაეცა. ამ რეგიონის ქართული სოფლები საფუძვლამდეა განადგურებული ოკუპანტების მიერ, იმისათვის, რათა 25 ათასი ქართველი დევნილი - საჩვენებელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი - არასოდეს დაბრუნდნენ თავის საკუთარ სახლებში. სწორედ ამაშია პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.